ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ანი კალანდია "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე -"ტურიზმის ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული გავლენა" ჩაატარა.
"ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ანი კალანდიამ კოლეგებს ქუთაისის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.