20 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით რიგით მეოცე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია სტუდენტთა კვლევითი უნარების გაუმჯობესებასა და აუდიტორიასთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლებას ისახავს მიზნად.
კონფერენციაში ქუთაისის უნივერსიტეტის, ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტთა ნაშრომებზე დაყრდნობით აბსტრაქტთა კრებული დაიბეჭდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
აბსტრაქტთა კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: აბსტრაქტთა კრებული