ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტისა და "სს ვიანი სისხლის ცენტრის" თანამშრომლობით სისხლის დონაციის კამპანია დაორგანიზდა.
14 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია უსაფრთხო სისხლზე, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ცნობიერების ამაღლება.
უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის არსებობა უანგარო დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებითაა შესაძლებელი.
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს სისხლის გაღებისა და მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცათ.