ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ზაფხულის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" დაიწყო.
ზაფხულის სკოლაში შემდეგი თემები იქნება განხილული:
პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ.
პროექტი 24 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით ხორციელდება.
ჟან მონეს მოდულის პროექტის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით.
მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ზაფხულის სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.