ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის “ეკონომიკური პროფილი” (www.economicprofile.org) ახალი, 27-ე ნომერი გამოიცა.
ჟურნალში ეკონომიკის და ბიზნესის აქტუალური პრობლემებია განხილული.
ნომერში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები ეკონომიკური პოლიტიკის, ფინანსების, ტურიზმის, რეგიონული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებს ეხება.
სამეცნიერო სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე ჟურნალის სრულ ვერსიასთან ერთად განთავსებულია “ქუთაისის უნივერსიტეტის“ ვებგვერდზე (http://economicprofile.org/journal/1026), მინიჭებული აქვს ციფრული იდენტიფიკატორი (DOI) და ატვირთულია შესაბამის ბაზებში.
სამეცნიერო ჟურნალს ერთი წელია, რაც ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისთვის ERIH PLUS (European Reference Index) მიენიჭა.