ქუთაისის უნივერსიტეტმა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ახალი პარტნიორობა დაამყარა ბელგიის ჰასელტის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტთან. ერაზმუს+ KA 171 პროგრამაზე ერთობლივი განაცხადი წარმატებით დამტკიცდა.
პარტნიორობის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წელს, შესაძლებელი იქნება პერსონალის გაცვლა ორ უნივერსიტეტს შორის. სულ განხორციელდება ოთხი მობილობა: ორი შემომავალი და ორი გამავალი, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ქუთაისის უნივერსიტეტი ელის ნაყოფიერ თანამშრომლობას ჰასელტის უნივერსიტეტთან აკადემიური კავშირების გაძლიერების მიმართულებით.