ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

13 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ აკადემიური წრის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესსა და უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ლექტორებმა გამოთქვეს მოსაზრებები საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობის, დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ. ასევე ისაუბრეს სტუდენტებთან მუშაობის და მათი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე.


ფაკულტეტის ადმინისტრაციის გარდა, შეხვედრას  სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ პერსონალს სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების გზებსა და მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე სამეცნიერო ბაზებსა და ელ.ბიბლიოთეკაში წიგნის მოძიების წესებს გააცნეს.
 
ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან მსგავსი ხასიათის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და დაიგეგმება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში.


ბოლო სიახლეები