ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ გერმანული ელექტრონული ჟურნალების ბიბლიოთეკის (EZB) წევრი გახდა
ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ გერმანული ელექტრონული ჟურნალების ბიბლიოთეკის (EZB) წევრი გახდა.
EZB დაარსდა 1997 წელს და ხელს უწყობს სამეცნიერო ჟურნალების გამოყენებას ინტერნეტში, სთავაზობს მკვლევრებს სწრაფ, სტრუქტურირებულ და ერთიან ინტერფეისს სრული ტექსტური სტატიების ონლაინ წვდომისთვის. EZB შეიცავს 81638 ჟურნალს, რომლებიც ყველასთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
EZB-ის წევრ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა შეგროვდეს სანდო, ხელმისაწვდომი მონაცემები და მუდმივად გაფართოვდეს ღია წვდომის ჟურნალების ფართო კოლექცია. მონაცემთა კოლექტიური მენეჯმენტის გამო, EZB-ში არსებული ჟურნალი არის მაღალი სტანდარტისა და მუდმივად განახლებადი.
ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალის მიერ ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზის სტანდარტების დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს ჟურნალის, მისი ავტორების პოპულარიზაციას და გამოქვეყნებული მასალების ხილვადობის გაზრდას.
https://ezb.uni-regensburg.de/detail.phtml?jour_id=523543&bibid=AAAAA