ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი გულის მსოფლიო დღეს - “გული სიცოცხლისათვის” შეუერთდა

ქუთაისის უნივერსიტეტი გულის მსოფლიო დღეს - “გული სიცოცხლისათვის” შეუერთდა

ქუთაისის უნივერსიტეტი გულის მსოფლიო დღეს – “გული სიცოცხლისათვის” შეუერთდა.

გულის  მსოფლიო დღე ჯანმრთელობის გლობალური კამპანიაა და ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. მისი მთავარი ამოცანა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმი კარდიოლოგი მანანა ახმაევა, რომელმაც წაიკითხა ლექცია - "უსმინე შენს გულს“.

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სრულად იზიარებს გულის მსოფლიო დღის მიზანს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიებების შესახებ.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ კამპანიაში, მონაწილეობა მიიღეს მსურველთათვის დაორგანიზებულ კარდიოგრამის გადაღებასა და წნევის გაზომვაში.


ბოლო სიახლეები