ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებმა, შეხვედრის დროს მიიღეს ინფორმაცია, უნივერსიტეტში არსებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მიმართულებებისა და ფუნქციების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სასწავლო პროცესის მენეჯერი, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ბიბლიოთეკის, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.