ქუთაისის უნივერსიტეტს ალბერტა კოლეჯის (რიგა,ლატვია) “ერაზმუს+”-ის კოორდინატორი ვერონიკა ბელუზა ესტუმრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო ყუბანეიშვილი და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი დათუაშვილი.
შეხვედრაზე მომავალი პარტნიორობისა და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების საკითხები განიხილეს.