ქუთაისის უნივერსიტეტმა რეგიონში გამართულ “მეცნიერების ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საგამოფენო ნაწილი 4 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათ ჩართულობას ემსახურებოდა.
ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა მედიცინის ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი და კონფუცის კლასი.
ფესტივალის სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ სახალისო ვიქტორინაში, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები გაუძღვნენ. გამარჯვებულ მონაწილეებს უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მონაწილეებში, ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია კონფუცის კლასმა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისადმი.