ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე პაპავა საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე პაპავა საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე პაპავა თავის გამოცდილებაზე გვიყვება.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მერქვას ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ქუთაისის უნივერსიტეტმა მომცა არამარტო თანამედროვე ცოდნა ტურიზმის მიმართულებით, არამედ ბევრი საინტერესო გამოცდილება და მოგონება. აქ მიღებული განათლება დამეხმარა პრაქტიკაში გამომეყენებინა თეორიული ცოდნა და ჩამომეყალიბებინა ტურიზმის კლუბი, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის.

ზოგადი განათლების კუთხით ქუთაისის უნივერსიტეტი მუდმივად ატარებს  სტუდენტებისათვის საინტერესო  და აქტუალურ თემებზე შეხვედრებსა  და ტრენინგებს, რაც სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

პროგრამაზე სწავლის დროს შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოვყოფდი ჟან მონეს მოდულის პროექტს: "ევროკავშირის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“, რომელიც სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან და ",ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ პროექტს "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“. ორივე პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგვეცა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად, მიმაჩნია სტუდენტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალის მხრიდან. სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელი დავსაქმებულიყავი და კარიერული გზა ქუთაისის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა.

აბიტურიენტებს კი ვურჩევ ქუთაისის უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ქუთაისის უნივერსიტეტი არის ნაბიჯი წარმატებისკენ”.