11-13 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში, “ევროპის აკადემიური ცენტრის” ორგანიზებით, ევროპარლამენტის მოდელირების სიმულაციური ხასიათის პროექტი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ.
პროექტში მსვლელობისას დელეგატები შესაბამის კომიტეტებში გადანაწილდნენ და აქტუალურ თემები განიხილეს.