ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მოსწავლე აჩი კანდელაკი “Chinese Bridge” კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო 30 მონაწილეს შორის მოხვდა

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მოსწავლე აჩი კანდელაკი “Chinese Bridge” კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო 30 მონაწილეს შორის მოხვდა

“Chinese Bridge” არის ჩინური ენის კონკურსი, რომელიც ჩინეთში ქალაქ ტიანძინში ტარდება. წელს 65 ქვეყნიდან 105 მოსწავლე მონაწილეობს, სადაც საქართველოს, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მოსწავლე აჩი კანდელაკი წარმოადგენს.

ის "Chinese Bridge” კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო 30 კონკურსანტს შორის მოხვდა და ისევ აგრძელებს მონაწილეობას.

კონკურსი ოთხი ერთში ფორმატით ტარდება, რაც მოიცავს ქალაქში რეალური სცენის სასწავლო ტურს, საინტერესო თამაშებს, ინტერაქტიული გამოცდილებასა და ჩინური ენის შეჯიბრს. კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაიცნონ ქალაქის კულტურა და შეაბიჯონ თანამედროვე ჩინური ქალაქის რეალურ სცენაზე.