ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2024 წლის 16 დეკემბერს მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2024) იმართება.
კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ (ZOOM-ის საშუალებით).
კონფერენციაზე მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის თემატიკა გახლავთ:
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2024.
აბსტრაქტების ბრმა რეცენზირების შედეგების მონაწილეებთან გაგზავნის
თარიღი: 5 დეკემბერი, 2024.
დამსწრეთა რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2024.
კონფერენციის ოფიციალური ენებია ქართული და ინგლისური. ყველა რეზიუმე და პრეზენტაცია უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კონფერენციაზე მომხსენებლად ან მსმენელად დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScJKulU5k43Lyn-4JGjKbp-VElddj0tF9ZAjXmwKj1wYO3WaQ/viewform?usp=sf_link
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე: https://iceti.eu.edu.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected].
გისურვებთ წარმატებებს!