ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალი მონოგრაფია გამოსცა

ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალი მონოგრაფია გამოსცა

ქუთაისის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკოლოზ ჩიხლაძის და ასოცირებული პროფესორის გოჩა უგულავას მონოგრაფია “საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე გამოწვევები: საქართველოს კონტექსტი” გამოიცა.

ნაშრომში შესწავლილია როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი
ტენდენციები, გამოკვეთილია ქვეყნის უმთავრესი გამოწვევები გლობალური უსაფრთხოების რისკების ზრდის პირობებში.

მონოგრაფია ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ავტორთა მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოებული სამეცნიერო კვლევების შედეგად გამოიცა.

ნაშრომის რედაქტორია პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რეცენზენტები კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ქათამაძე.


ბოლო სიახლეები