2024 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენცია მეცნიერების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერებმა ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს.
კონფერენციამ უზრუნველყო მეცნიერების მრავალდარგოვანი პლატფორმა მკვლევრების და პრაქტიკოსებისთვის უახლესი ინოვაციების, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების, ასევე პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.
კონფერენციაში 12 სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა.