ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ვაწაძემ, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ვორქშოპი თემაზე "როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე" ჩაატარა.
სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები იმ ტექნიკების და პლატფორმების შესახებ, რისი საშუალებითაც შეუძლიათ ეფექტური რეზიუმე ააწყონ.
ვორქშოპზე აღინიშნა სწორად შედგენილი რეზიუმეს მნიშვნელობა წარმატებული რეკრუტინგის პროცესში და საქმიანი ურთიერთობების დროს.
ვორქშოპის ბოლოს სტუდენტებმა სახალისო ქვიზზე იმუშავეს, რითაც გადაამოწმეს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია.