ქუთაისის უნივერსიტეტში 20, 21, და 22 ნოემბერს „MediateHER Georgia: ტრენინგი მომავალი ქალი მედიატორებისთვის“ გაიმართა, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეძლეს გაეღრმავებინათ შემდეგი უნარ-ჩვევები:
- აქტიური მოსმენა
- ემპათია და ემოციური ინტელექტი
- ეფექტური კომუნიკაცია
- კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის ადეკვატური შერჩევა
- მოლაპარაკების წარმოება