ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და "სს ვიანი სისხლის ცენტრის" ორგანიზებით სისხლის დონაციის კამპანია განხორციელდა

2024 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და "სს ვიანი სისხლის ცენტრის" ორგანიზებით სისხლის დონაციის კამპანია განხორციელდა. დონაციის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ ოცდახუთმა სტუდენტმა სისხლი უანგაროდ გაიღო.

სტუდენტებს, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი, უფასოდ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა, განესაზღვრათ სისხლის ჯგუფი, რეზუსი და ჰემოგლობინი.

დონაციის დროს, ხორციელდება დონორისგან 200-დან 500 მლ-მდე სისხლის გადასხმა. ერთი დონორის მიერ გაცემული სისხლი, მინიმუმ ერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლეა.