18 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე "აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატი" გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის საკითხები ასევე უნივერსიტეტის პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.