ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

19 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია ხელმძღვანელობდა. შეხვედრა აკადემიური წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ, ასევე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობებზე და მიმდინარე სასწავლო წლისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა, სადაც სასწავლო პროცესის მენეჯერებმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ გააცნეს საჭირო ვებგვერდების მისამართები და განუმარტეს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ელექტრონულ სასწავლო ბაზაში ინფორმაციის მოძიება.

დისკუსიამ ასევე მოიცვა პროგრამის სტრუქტურის დეტალური განხილვა, ინტეგრირებული მოდულის შინაარსი, კრედიტების გადანაწილების სქემა და არჩევითი საგნების მნიშვნელობა.

სტუდენტების მიერ გამოკითხვის შედეგად წამოჭრილი საკითხების განხილვისას, წარმოდგენილი იყო მათი მოგვარებისა და გაუმჯობესების შესაბამისი გზები, რაც კიდევ უფრო გამოიკვეთა ფაკულტეტის მხრიდან სტუდენტთა საჭიროებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიცემა.