ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი "UNIK Voices“ დაარსდა.
UNIK Voices ქმნის გარემოს, სადაც საერთაშორისო და ქართველი სტუდენტები ერთიანდებიან გამოცდილების გაზიარების, სწავლისა და განვითარების მიზნით. ეს არის სივრცე, სადაც მეგობრობა, ცოდნა და პიროვნული ზრდა ერთმანეთს ერწყმის.
კლუბის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები და აქტივობები, რომლებიც შეისწავლიან კულტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებს. წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მსოფლმხედველობას, გააფართოებენ გლობალურ პერსპექტივას და განავითარებენ საერთაშორისო ურთიერთობების უნარებს.
კლუბი თავის წევრებს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობებს როგორიცაა: წიგნის მიმოხილვა, ინტერკულტურული ურთიერთობები, სამაგიდო თამაშები, ფილმების განხილვა, ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.