ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სასწავლო პროცესის განახლება!!!

2010 წლის 20 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისის უნივერსიტეტში. სტუდენტებს დახვდათ კიდევ უფრო გალამაზებული ეზო და შენობა, რომელიც ყოველ წელს კიდევ უფრო იზრდება და ახალ იერ–სახეს იღებს; განახლებული აუდიტორიები; ბიბლიოთეკის ახალი დარბაზი;

შეკრებილებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი ლელა ქელბაქიანი; რექტორის მოადგილემ ადმინისტრაციის დარგში ქალბატონმა ნინო ხაზარაძემ პირველკურსელებს საჩუქრად გადასცა მაისურები ქუთაისის უნივერსიტეტის ლოგოთი. შესრულდა საქართველოს ჰიმნი; ხოლო დროშა აღმართეს პირველკურსელმა სტუდენტებმა: ანა ხარჩილავა და სოფიო გელაშვილი,        რომლებმაც 13–14 აპრილს უნივერსიტეტში ჩატარებულ ტესტირებაში მოიპოვეს ადგილობრივი გრანტი და გახდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები.

მისალმების შემდეგ სტუდენტებმა მშობლებთან ერთად სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ დაწვრილებით გააცნეს ის სიახლეები და გეგმები, რაც უნივერსიტეტში დაინერგება ახალ სასწავლო წელს. პირველკურსელებს მიეწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; გააცნეს შეფასების სისტემა, უნივერსიტეტის შინაგანაწესი; სამახსოვრად გადაეცათ უნივერსიტეტის გაზეთის ბოლო ნომერი.

{Gallery dir='news/21-09-2010'}

ბოლო სიახლეები