საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - განხილვას/დისკუსია ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით
ხუთშაბათს, 23 თებერვალს, 13:00 საათზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (პუშკინის N6) “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამართავს განხილვას/დისკუსიას ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით.
2017 წლის 6 თებერვალს, უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მომენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
შეხვედრაზე მომხესენებლები, დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ “ეს შენ გეხებას” კამპანიას, მიმოიხილავენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ მოქმედ კანონმდებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ამ პროცესში.
შეხვედრა იგეგმება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან, მათ შორის სტუდენტებთან, მიზანი კი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და ჩართულობის უზრუნველყოფაა.
დისკუსიას წარმართავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია და მთავარი იურისტი თამარ ტატანაშვილი.
დასწრება თავისუფალია