ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

 ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები დაიწყო

ახალგაზრდებმა პირველი დღე გარემოს ეკოლოგიაზე ზრუნვას დაუთმეს:

19 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თაოსნობითა და ორგანიზებით დასუფთავების აქცია ჩატარდა სათაფლიის მიმდებარე ტერიტორიის დაყრილი ნაგვისა და ნარჩენებისაგან გასაწმენდად. აქცია გამოირჩეოდა სტუდენტების აქტივობითა და პასუხისმგებლობით, საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის გარემოზე ზრუნვითა და ყურადღებით.

სტუდენტური კვირეულის მეორე დღე ხალისითა და მხიარულებით გამოირჩეოდა:

20 ივნისს კი სააქტო დარბაზში მართლაც რომ დიდი ჟრიამული სუფევდა;  სტუდენტური დღეების ფარგლებში მორიგი ღონისძიება უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდის - ,,სენსაციის’’ გამოსვლას დაეთმო.

უახლოესი ღონისძიება , რომელიც 22 ივნისს შედგება უნივერსიტეტის ეზოში,  გახლავთ ,,პოეზიის საღამო“.

შეგახსენებთ, რომ ,,სტუდენტური დღეები -2017“ ქუთაისის უნივერსიტეტში 3 ივლისამდე გაგრძელდება:

23 ივნისი - ინტელექტუალური კლუბის ,,რა, სად, როდის?“ თამაში.

26 ივნისი - City Game.

28 ივნისი - დრამატული სპექტაკლი ,,ცხოვრება კიბეა“.

30 ივნისი - ესეების კონკურსი.

2 ივლისი - ჯომარდობა მდინარე რიონზე.


ბოლო სიახლეები