ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალი მემორანდუმი და შესაძლებლობა სტუდენტებისათვის

 ქუთაისის უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ს.ს „საქართველოს ბანკთან“ ურთიერთობის დამყარებისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული წინსვლის  მიზნით.

მემორანდუმი ითვალისწინებს:

ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის/კურსდამთავრებულებისათვის მიწოდებას. ელექტრონული  ფოსტის  მეშვეობით  ან/და  მხარეთა  მიერ  დამატებით  შეთანხმებული  კომუნიკაციის  საშუალებით  პერიოდულად მოგვეწოდება ინფორმაცია  ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თავის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მათთვის ხელმისაწვდომი  გზებით  (უნივერსიტეტის  ვებ-გვერდის, სოციალური ქსელებისა და სხვ. მეშვეობით) ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

სტუდენტების/კურსდამთავრებულების შემდგომი შესაძლო დასაქმება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ უნარებზე  და  შედეგებზე,  რომელსაც ისინი გამოავლენენ შესაბამისი ვაკანსიისთვის შესარჩევ საკონკურსო პროცესში, სხვა ყველა კანდიდატთან თანაბარ პირობებში.


ბოლო სიახლეები