17 მაისს 11:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტში (საკონფერენციო დარბაზი) უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის წევრის ლევან გოგიჩაიშვილი, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.
საკანონმდებლო ინიციატივა ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას და აღნიშნული საკითხის მიმოხილვას შრომითი ურთიერთობის ჭრილში.
შეხვედრაზე სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილება, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები და აღნიშნულთან დაკავშირებით ის ცვლილებები რაც შეიძლება შევიდეს „შრომის კოდექსსა და საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.