13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. #69, გაიმართება პრეზენტაცია თემაზე:
ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კონკურენტული უპირატესობები.
პროექტის მიზანია ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების არანაკლებ სამი კონკურენტული უპირატესობის გამოვლენა და მათი გამოყენების გზების განსაზღვრა.
მომხსენებლები:
ლელა ქელბაქიანი - ,,ქუთაისის უნივერსიტეტის’’ რექტორი, პროფესორი.
სალომე სიჭინავა - ააიპ ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი.
შოთა მურღულია - ,,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტ“- ის პროფესორი.
გიორგი ხიშტოვანი -,, პი ემ სი კვლევითი ცენტრის’’ დირექტორი, პროფესორი.
პაატა კლდიაშვილი „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ასოც. პროფესორი, პროექტის კოორდინატორი.
დავით თვალთვაძე-პროექტის მენეჯერი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი.
ნიკოლოზ ჩიხლაძე „ქუთაისის უნივერსიტეტის“ პროფესორი, უფროსი მკვლევარი.
გიორგი ღავთაძე - „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორი, რეცენზენტი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია ააიპ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულების #ENPI/2017/388-051 (პროექტი: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის”), ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“, შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ და ააიპ „პი ემ სი კვლევითი ცენტრის მიერ“.