ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პირველკურსელთა საბუთების მიღება საბაკალავრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისათვის

პირველკურსელთა საბუთების მიღება საბაკალავრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისათვის

2019-2020 აკადემიურ წელს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტების საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისის ბაკალავრიატის პროგრამების კოორდინატორი თინათინ მეფარიშვილი (საკონტაქტო ინფორმაცია: მის.:ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, მეორე სართული, ოთახი #208, ტელ.: 514 70-44-07).

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით შპს „ქუთაისის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების უფლება, 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე  აბიტურიენტების საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელ პირთან უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადების ფორმა (განცხადების ფორმა : დანართი #1);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქისათვის - პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირისათვის - ბინადრობის მოწმობა) დედანი და ქსეროასლი (თუ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უცხოენოვანია, თან უნდა დაერთოს ყველა შევსებული გვერდის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის) დედანი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

დ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხოენოვანია, თან უნდა დაერთოს ყველა შევსებული გვერდის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) დედანი და ქსეროასლი;

ე)  2 ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ და ამ ფოტოსურათის ელექტრონული ჩანაწერი CD დისკზე.


ბოლო სიახლეები