სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში 24 იანვარს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ რობაქიძემ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ იმ სერვისებზე, რომლებსაც ცენტრი სთავაზობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობაზე, სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსზე, კარიერულ და პიროვნული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე.

ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა ინტერესების დადგენა, რომლის შესაბამისადაც დაიგეგმება სამომავლო ღონისძიებები – სპორტული თუ კულტურული შინაარსის და სხვა ექსტრაკურიკულური აქტივობები.