ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სიახლეები

ონლაინ ტრენინგი „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“

2020 წლის 28 ოქტომბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“, რომელსაც პროფ. გოჩა თუთბერიძე უძღვებოდა. ტრენინგს ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგის მსველელობისას განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  ხელმძღვანელისა და დოქტორანტის წარმატებული ურთიერთობის მოდელი, საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების ბაზები,  სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სხვა.  


რიგა სტრადინსის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორის ვორქშოფი  

2020 წლის 15 ოქტომბერს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით რიგის სტრადინის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორმა, ტატიანა მურავსკამ ჩაატარა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“. ვორქშოფს ესწრებოდა მედიცინისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში არსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტრუქტურასა და ხელმძღავენლობის პრინციპებს. 


სამენციერო პიკნიკი ქუთაისში 

2019 წლის 19 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურის და სპორტის  სამინისტროს, ქუთაისის უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ქუთაისის მერიის ორგანიზებით  ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.

ქუთაისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკზე წარმოადგინა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სივრცე UNIK CreaLab-ს და სამედიცინო ფაკულტეტში არსებულ თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სიმულაციები და მულაჟები.

UNIK CreaLab  არის ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომლის მიზანია ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა და დამწყებ მეწარმეებში ტექნოლოგიური რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. 

სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო: 

3D პრინტერი და 3D პრინტერის მიერ დამზადებული სხვადავადსხვა პროტოტიპები (მჭრელი დანა, მექანიკური საათის მუშა მექანიზმი, მოძრავი სხვადასხვა სათამაშოები და ა.შ); 3D კალამი; 3D სკანერი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარი 3D მოდელის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ; ჭკვიანი დაფა და VR სათვალე (AR რეალობის ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი აპლიკაციები; Mixed Reality-ის სახალისო პრეზენტაცია და ა.შ).

სამეცნიერო პიკნიკზე სამედიცინო ფაკულტეტმა წარმოადგინა:  VR ანატომია; კუნთში და ვენაში ინექციის სიმულაცია; კარდიომონიტორინგი; სხვადასხვა ანატომიური მულაჟები.

მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ წარმოდგენილი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხავა სახალისო აქტიობებში.



პლაგიატის პროგრამის დანერგვა ქუთაისის უნივერსიტეტში 

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, უნივერსიტეტში პლაგიატის აღმოსაჩენად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისა და პლაგიატის პრევენციის მიზნით, 2019 წელს უნივერსიტეტში დაინერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა StrikePlagiarism (www.strikeplagiarism.com). 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მოხდა 171 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება.



Wyższa Szkoła Bankowa-ს წარმომადგენლების ვიზიტი

2019 წლის აგვისტოში ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციის და კვლევის ხელშეწყობის სამსახურის მიერ გაიმართა შეხვედრა პოლონეთის WSB უნივერსიტეტის (Wyższa Szkoła Bankowa) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხიული იყო უნივერსიტეტებს შორის ორმრიხივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები. 



ქუთაისის უნივერსიეტეტის აკადემიური პერსონალის მონოგრაფიების გამოცემა

2020 წლის ივლისში, ქუთაისის უნივერსიეტეტის ხელშეწყობით გამოიცა ეკატერინე ვაწაძის მონოგრაფია „თავაზიანი ფატიკური გამონათქვამების სოციო-პრაგმატიკული ანალიზი (ინგლისური და ქართული პროზის მასალაზე)“ და ნიკოლოზ ჩიხლაძის მონოგრაფია  „ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის გამოწვევები“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქართულენოვან ავტონომიურ კვლევას ეროვნულ ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში და ეძღვნება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის აქტუალურ საკითხებს.

 

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის აღწერა  

2020 წლის სექტემბერში, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების/პოტენციალის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციის მიზნით განხორციელდა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის 2015-2020 წლებში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და HR SOFT-ზე ასახვა. 

 

Coursera for Campus-ის კურსები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომლობით მოხდა Coursera for Campus-ის პორტალზე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თემატური კურსების შეთავაზება.


ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე დააჯილდოვა. პროფესორს ჯილდო მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მსოფლიო დღე 1999 წელს ბუდაპეშტში „იუნესკოს“ მიერ მეცნიერების მსოფლიო კონფერენციიაზე დაარსდა და 2001 წლიდან ყოველწლიურად  აღინიშნება როგორც საზოგადოებისა და მეცნიერების უწყვეტი კავშირის სიმბოლო.

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“

ჩვენ შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ და ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით. კონფერენციის მიზანია განათლების მკვლევარების, ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის აკადემიური პლატფორმის შეთვაზება, სადაც ისინი განიხილავენ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციის სამუშო თემებია:
სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები;
შეფასების ინოვაციური მეთოდები;
ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;
ელექტრონული სწავლება და ელექტრონული ტრენინგი;
ცოდნის დაუფლებავიზუალიზაცია და მენეჯმენტი;
და სხვა.

აბსტრაქტების გაფორმების წესი:
ა) აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
ბ) აბსტრტაქტი უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანსმეთოდებსშედეგებსა და დასკვნებს;
გ) აბსტრაქტში უნდა აისახოს ავტორის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, აფილირების უნივერსიტეტი (ქვეყანა).
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
კონფერენციაზე დასწრება, მონაწილეობა და კრებულის მიღება უფასოა.
აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 ნოემბერი.

ავტორების ინფორმირება აბსტრაქტების მიღებასთან დაკავშირებით მოხდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: iceti@eu.edu.ge;ტელ.: 0322 000 171 (151)

საორგანიზაციო კომიტეტი:
სოფიო ხუნდაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
მარიამ ბარბაქაძე (ევროპის უნივერსიტეტი)
გვანცა ჯიჩოშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)

სამეცნიერო კომიტეტი:
ნიკოლოზ ფარჯანაძე (შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
ოლისია გლადუშინა (დორტმუნდის უნივერსიტეტი)
ლელა აბდუშელიშვილი (ევროპის უნივერსიტეტი)
ნათია ჯოჯუა (ევროპის უნივერსიტეტი)
მარიამ კილანავა (ევროპის უნივერსიტეტი)
ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი)


ქუთაისის უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

I საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI 2021)

2021 წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენცია დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა ,,ZOOM’’ - ის გამოყენებით ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო წრეებში რიგი საკითხების, მათ შორის Covid-19-თან დაკავშირებული პრობლემების, მათი გადაწყვეტის გზების ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“, განხილვა მოხდეს.

კონფერენცია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი, უნივერსიტეტი ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური სასწავლებლების პროფესორები მიიღებენ.

სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება და მას უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნის. კონფერენციაზე დასწრება შეეძლება უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ქუთაისის უნივერსიტეტი 1991 წელს „სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“ სახელით დაფუძნდა, რომელიც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა. დაფუძნების დროს უნივერსიტეტს ეკონომიკისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები ჰქონდა, ამჟამად უნივერსიტეტს სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია, მათ შორის გასულ წელს უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი შეემატა.


ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო კონგრესზე საუკეთესო სამეულში დასახელდა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 19-22 აგვისტოს სოციალური მეცნიერებების დარგში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც 7 კონტინენტის, 37 ქვეყნის, 119 უნივერსიტეტის 200-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ფორმატში 22 სესია 2 არხის საშუალებით ჩატარდა. 

200-მდე სამეცნიერო ნაშრომიდან, საუკეთესო სამეულში დასახელდა ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის ციცინო ძოწენიძის სამეცნიერო კვლევა „დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ეკონომიკურ პოტენციალზე მარქსის, ვებერისა და პომერანცის შეხედულებების შედარებითი ანალიზი“.

ციცინო ძოწენიძე ასევე ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სექციას ეკონომიკური მიმართულებით.

"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო მასშტაბი ეძლევა სოციალურ მეცნიერებებს კულტუროლოგიასა და ინფორმატიკასთან ერთად და განსაკუთრებული გამარჯვებაა, როცა საუკეთესო სამეულში ხვდება საქართველო“, - აღნიშნავს კონგრესის მონაწილე. 

საერთაშორისო კონგრესზე გამარჯვებული ნაშრომები ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციის მიერ მაღალი გავლენისა და ISBN ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა, რომელიც ავტორის და ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობადობას აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო ამაღლებს