ჩვენი ისტორია
ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა.
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
სტუდენტური ცხოვრება
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიური განათლების გარდა, სთავაზობს სახელოვნებო და კულტურული მიმართულებებით განვითარებას.
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ქმნის შემოქმედებით გარემოსა და პირობებს და ხელს უწყობს მათ რეალიზებას ხელოვნების მიმართულებით. ამ მიზნით შექმნილია თეატრალური დასი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისა“, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „სენსაცია“.
ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბები რომლებიც იქმნება სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, კლუბის არსებობა მისი შინაარსით მოიცავს ერთი ინტერესის ქვეშ მყოფი სტუდენტების გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ რომლებიც გეგმავენ ექსტრაკურიკულურ აქტივობებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების მქონე კლუბები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.
საერთაშორისო აღიარება
ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 21 ქვეყნის 67 უნივერსიტეტთან. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ქუთაისის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. გარდა იმისა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიცემაზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.
ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის მიზანია ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით კვლევის განვითარებაზე ზრუნვა და დარგის კვალიფიციური მკვლევარების საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა, ინოვაციური კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება.
ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაარსებული რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ (ISSN 1512 – 3901) გამოიცემა 2006 წლიდან. 2017 წლიდან ჟურნალს მიენიჭა ელექტრონული საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი (E ISSN 2587 – 5310). ჟურნალი ეთმობა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერების და სპეციალისტების კვლევებისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგებს.
კონფუცის კლასი
კონფუცის ინსტიტუტი/კლასი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ჩინური და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტები. კონფუცის ინსტიტუტი/კლასი მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისადმი. ინსტიტუტი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა საგანამანათლებლო გაცვლიტი პროექტების ორგანიზებას.
2020 წელს, ქუთაისის უნივერსიტეტმა და სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და შეთანხმდნენ, რომ ერთად ჩამოეყალიბებინათ ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე „კონფუცის კლასი “.
კონფუცის კლასი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ. ინსტიტუტის მიზანია შექმნას პლატფორმა მეგობრული თანამშრომლობისთვის_ ენობრივი განათლებისა და კულტურათშორისი სწავლების შესახებ.
ღია კარის დღეები
ღია კარის ფარგლებში აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ მოვიდნენ უნივერსიტეტში, გაეცნონ სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველი თემატიკის ლექციებს და მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.