“ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 5 ქვეყნის 7 პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენად 13 თანამშრომელი შეირჩა. საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური გაცვლის გასაძლიერებლად ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მიმდინარე სემესტრის “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვევიან პარტნიორ უნივერსიტეტებს ბელგიაში, ხორვატიაში, ლატვიაში, ბულგარეთსა და ლიტვაში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
შერჩეული თანამშრომლები და მათი მიმღები უნივერსიტეტები:
* გიორგი დათუაშვილი – PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი, ბელგია
* ალექსანდრე ვაჭარაძე – ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
* ანა კაკაბაძე – ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
* თამარ პერტაია – რიგის სამედიცინო კოლეჯი, ლატვია
* ხათუნა ჩაკვეტაძე – რიგის სამედიცინო კოლეჯი, ლატვია
* დიანა უგლავა – ალბერტას კოლეჯი, ლატვია
* ანა მეძმარიაშვილი – ალბერტას კოლეჯი, ლატვია
* თათია ხარაბაძე – ალბერტას კოლეჯი, ლატვია
* თეონა გრიგოლაშვილი – ალბერტას კოლეჯი, ლატვია
* მარიამ რობაქიძე – ალბერტას კოლეჯი, ლატვია
* ანტონ სინათაშვილი – წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ველიკო ტირნოვოს უნივერსიტეტი, ბულგარეთი
* თათია დოლიძე – ვილნიუსის ბიზნესკოლეჯი, ლიტვა
* თამარ მარდალეიშვილი – უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიტვა (პირობითი კანდიდატი)
უნივერსიტეტი ულოცავს ყველა შერჩეულ კანდიდატს და უსურვებს წარმატებას მომავალ საქმიანობაში.