სხვადასხვა პროგრამიდან განაცხადი შვიდმა სტუდენტმა წარადგინა, რომელთაგან სამმა ვერ დააკმაყოფილა კონკურსის მინიმალური სტანდარტები, ოთხი სტუდენტის შემთხვევაში კი საკონკურსო კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პარტნიორ უნივერსიტეტებში “ერაზმუს+” მობილობაში მონაწილეობისთვის შეირჩნენ ქუთაისის უნივერსიტეტის შემდეგი სტუდენტები:
· ანი ჭოლაძე – ვუკოვარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი “ლავოსლავ რუჟიჩკა”, ხორვატია
· იური კუკულაძე – სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი
· ირაკლი ხელაძე – მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი
· თინიკო მესხი – ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის პროცესში წარმატებებს უსურვებს.