სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები და ვაკანტური ადგილები ცნობილია

ქუთაისის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ფაკულტეტი:

საბაკალავრო პროგრამა ადგილი სემესტრი
 ბიზნესის ადმინისტრირება 5 II, IV, VI, VIII
 ეკონომიკა 5 II, IV, VI, VIII
 ტურიზმი 5 II, IV, VI, VIII
 სამართალი 5 II, IV, VI, VIII
  • შენიშვნა: ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა .

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. სტუდენტთა განცხადებების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 10 თებერვალი – 13 თებერვლის ჩათვლით;
  2. კრედიტების აღიარება –  17 თებერვლის ჩათვლით;
  3. რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა 19 თებერვალი;

დოკუმენტები:

  • განცხადება
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში – ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში – ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში – მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;