+995 (431) 23 79 79

info@unik.edu.ge

ქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

გოჩა თუთბერიძე

რექტორი

გოჩა თუთბერიძე არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, კერძოდ სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, უზენაეს საბჭოსთან არსებული ჟურნალ „ეკონომისტის“ საერთო განყოფილების რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეგულირების, საერთო ზედამხედველობის, დოკუმენტური ზედამხედველობის განყოფილებების უფროსი, სს კ/ბ „კავკასიონის“ გენერალური დირექტორი, სს კ/ბ „ქართული ბანკის“ ფინანსური დირექტორი, კონსალტინგური და აუდიტორული კომპანიის „ბიზნესის მართვის ბიურო“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შპს მისო „ქართული კრედიტის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მას მიღებული აქვს გერმანიის აკადემიური გაცვლის  (DAAD) და კარლ დუისბერგის (CDG) სახელობის საზოგადოებების სტიპენდიები.

საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობდა შემდეგი მიმართულებებით:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ფინანსების კათედრის ასოცირებული პროფესორი;
  • თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი;
  • ევროპის უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მენეჯემნტისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
  • ევროპის უნივერსიტეტი, ვიცე რექტორი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • ქუთაისის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი;
  • ქუთაისის უნივერსიტეტი, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;

ის არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი

მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესები მოიცავს ფინანსებს, ფინანსურ ბაზრებს,  ეკონომიკურ ზრდას,  საზოგადოების ეკონომიკურ სტრუქტურას, მიგრაციას, მიგრაციის ეკონოფიზიკურ მოდელებს.

კონტაქტი: rector@unik.edu.ge

ჩაწერე საძიებო სიტყვა.