თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2017 წლიდან დღემდე არის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
კონტაქტი: tamar.zarginava@unik.edu.ge