რატომ UNIK?

ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა.

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

უნივერსიტეტში დაფუძნებულია ასევე ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი და გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“.

ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 16 ქვეყნის 44 უნივერსიტეტთან. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ქუთაისის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. გარდა იმისა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიცემაზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.

რა შეთავაზებები აქვს 2025 წლის აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტს?
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი +  ქუთაისის უნივერსიტეტისგან სტიპენდია 10 თვის განმავლობაში (225 ლარის ოდენობით)
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%-იანი სახელმწიფო გრანტი + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
  • ქუთაისის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევა + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 60 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში 25 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
მოქმედებს თუ არა სახელმწიფო გრანტი?

დიახ, უფრო მეტიც! სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია;

შეიძლება თუ არა სწავლის საფასურის გადანაწილება?

დიახ! ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.