როგორ გავხდე UNIK–ის სტუდენტი?
საბაკალავრო პროგრამები
კოდი: 0190101 | სწავლის საფასური: 2250 ₾
ეროვნული გამოცდა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
არჩევითი გამოცდა
- ან მათემატიკა
- ან ისტორია
არჩევითი გამოცდა უცხო ენაში
ან ფრანგული, ან ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული
კოდი: 0190103 | სწავლის საფასური: 2250 ₾
ეროვნული გამოცდა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
- მათემატიკა
არჩევითი გამოცდა უცხო ენაში
ან ფრანგული, ან ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული
კოდი: 0190104 | სწავლის საფასური: 2250 ₾
ეროვნული გამოცდა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
არჩევითი გამოცდა
- ან მათემატიკა
- ან ისტორია
- ან სამოქალაქო განათლება
არჩევითი გამოცდა უცხო ენაში
ან ფრანგული, ან ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული
კოდი: 0190105 | სწავლის საფასური: 2250 ₾
ეროვნული გამოცდა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
არჩევითი გამოცდა
- ან მათემატიკა
- ან ისტორია
- ან გეოგრაფია
- ან ისტორია
არჩევითი გამოცდა უცხო ენაში
ან ფრანგული, ან ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული
კოდი: 0190102| სწავლის საფასური: 4500 ₾
ეროვნული გამოცდა
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხო ენა
- ბიოლოგია
არჩევითი გამოცდა
- ან მათემატიკა
- ან ქიმია
- ან ფიზიკა
გამოცდა უცხო ენაში
- ინგლისური ( ქულათა 80% > )
2025 წლის შეთავაზებები აბიტურიენტებს
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი + ქუთაისის უნივერსიტეტისგან სტიპენდია 10 თვის განმავლობაში (225 ლარის ოდენობით)
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%-იანი სახელმწიფო გრანტი + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ქუთაისის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევა + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 60 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში 25 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
დიახ, უფრო მეტიც! სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია;
დიახ! ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.
დიახ, უფრო მეტიც! სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია;
დიახ! ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.
ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები
ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდებიის წარმატებით ჩაბარება. სხვადასხვა საგანამანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები განისაზღვრება პროგრამების მიხედვით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან შიდა/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან შიდა/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია:
·
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები და გამოსაცდელ პირთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.unik.edu.ge) გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
·
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში, სავალდებულოა ინგლისური ენის გამოცდის შედეგად დადასტურდეს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა. ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენა ხორციელდება „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. B2 დონის დადასტურება ასევე შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით. ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისობის დადგენისას სახელმძღვანელო ინფორმაცია:ინგლისური ენა: CEFR B2 IELTS exam
– 5.5 BEC exam and
CELS exam – Vantage Cambridge exam – FCE TOEIC – 785 TOEFL iBT – 72 TOEFL ITP – 543
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის მიერ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური) დასრულება (საქართველოში ან საზღვარგარეთ). სავალდებულოა ზემოაღნიშნულის დოკუმენტურად დადასტურება.
პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებას მოიპოვებენ:
პირები, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერს ტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული პირები არ თავისუფლდებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებისგან (სპეციალობასა და ინგლისურ ენაში-B2 დონე).
პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:
,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
·
CV/რეზიუმე
·
სამოტივაციო წერილი
·
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
·
სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
·
პირადობის ასლი
·
NAEC-ის ბარათი
·
2 ფოტოსურათი + CD
·
შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
სწავლის დაფინანსება: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.
სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა ან ბიზნესის ადმინისტრირებაში. სხვა აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებისთვის კი სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ეკონომიკის ან ბიზნესის თემატიკაზე და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომების კრებული სხვა საბუთებთან ერთად უნდა იქნას წარმოდგენილი).
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფოტოსურათი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:
- პროგრამაზე დაშვების აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი ან ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე: unik.edu.ge . ინგლისური ენის გამოცდის ორივე კომპონენტში მიღებული შედეგების მინიმალური ბარიერი შეადგენს 80 ქულას. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
- ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კვლევითი განაცხადის ფორმა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: unik.edu.ge. კვლევითი განაცხადის და პრეზენტაციის შეფასება ხდება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განთავსდება ქუთაისის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: unik.edu.ge.
თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეთ უცხო ქვეყანაში;
თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), სწავლობთ/სწავლობდით და მიღებული გაქვ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თუ ხართ საქართველოს მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული გაქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.