ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ანა მეძმარიაშვილი და ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა სრულად მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.