საერთაშორისო მიღება
რატომ ქუთაისის უნივერსიტეტი?
ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა ქალაქ ქუთაისში.
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
ქუთაისის უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უნივერსიტეტი საქართველოში. ჩვენი ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა ასევე აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად. უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული მათ შორის არის:
ბოლონიის პროცესის წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვები. ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.
ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.
ქუთაისის უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ-ნარიკის ქსელი. ენიკ-ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.
ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.
ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.
გარდა ამისა, EUA წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც წევრი უნივერსიტეტები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ და ერთობლივ პროექტებსა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ.
ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)
ჩვენ ვართ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.
ქუთაისის უნივერსიტეტი ამჟამად ანხორციელებს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამას რომელიც ღიაა საერთაშორისო და ადგილობრივი სტუნდეტებისთვის.
დიპლომირებული მედიკოსი
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.
- სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.
- სწავლების ენა: ინგლისური.
- პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.
- სწავლების საფასური: 4000 აშშ დოლარი წლიურად.