საერთაშორისო მობილობა

ქუთაისის უნივერსიტეტი სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით 60-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. სტუდენტებს და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით.

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს როგორც ერაზმუს+ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობას, ასევე პარტნიორ ინსტიტუციებთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსებით ბილატერულ მობილობას.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტმა ერასმუს+ის პროექტებისა და საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფაგრლებში აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების საერთაშორისო მობილობა განახორციელა შემდეგ უნივერსიტეტებში:

    • ზალცბურგის პარიზ-ლოდრონის სახელობის უნივერსიტეტი (ავსტრია);
    • ზემო ავსტრიის პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ავსტრია);
    • ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ნიდერლანდები);
    • გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტი (შოტლანდია);
    • მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია);
    • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა);
    • კენტერბერიის ქრისტეს ეკლესიის უნივერიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
    • იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
    • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
    • მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი);
    • ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი);
    • გორდონის სახელობის აკადემიური უნივერსიტეტი (ისრაელი);
    • მოფეტის ინსტიტუტი (ისრაელი);
    • ყირგიზეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი (ყირგიზეთი);
    • სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (სომხეთი).

2017-2019 წლებში, ერასმუს+ პროექტების ფარგლებში საერთაშორისო მობილობა განახორციელა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის 29 თანამშრომელმა. ადმინისტრაციის 12-მა თანამშრომელმა და აკადემიური თანამდებობის მქონე 17-მა პირმა მონაწილეობა მიიღო საკოორდინაციო შეხვედრებში, კონფრენციებსა და ტრენინგ-სემინარებში სამოქალაქო განათლების, მდგრადი განვითარებისა და განათლების მენეჯმენტის მიმართულებით.

ამავე წლებში, საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით ისარგებლა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის 9 სტუდენტმა. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენდა 1 ან 2 სემესტრს.

2021-2022 აკადემიურ წელს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორების სიას ერასმუს+ის საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში დაემატა:

  • ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი (პოლონეთი),
  • დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი, კვიმპერის კამპუსი (საფრანგეთი)
  • ლიბერტას საერთაშორისო უნივერსიტეტი (ხორვატია).

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალის და სტუდენტებს, ბილატერალური შეთანახმებების საფუძველზე საერთაშორისო მობილობის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ 19 პარნტიორ უნივერსიტეტში. ესენია:

    • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
    • პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი, ჩეხეთი;
    • ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • პოზნანის საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი, პოლონეთი;
    • რიგის სტრადინს უნივერსიტეტი, ლატვია;
    • კლაიპედას უნივერსიტი, ლიეტუვა;
    • ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
    • დიმტირი ცანტემირის ტირგუ მიურეს უნივერსიტეტი, რუმინეთი;
    • ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი;
    • ზაპოროჟიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ლვოვის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ხარკოვის სამედიცინო აკადემია, უკრაინა;
    • ხარკოვის ნაციონალური სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა;
    • ხორტიციის ნაციონალური აკადემია, უკრაინა;
    • სინციანის უნივერსიტეტი, ჩინეთი;
    • სტეკომის უნივერსიტეტი, ინდონეზია;
    • ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
    • დასავლეთ ბრიტანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი.

2020-2021 სასწავლო წლის პერიოდში შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ბილეტარული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებიან პოლონეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებში.

ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევა  ხორციელდება „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე (ბილატერული) მობილობის შესახებ:

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, თანადაფინანსებას თავად ქუთაისის უნივერსიტეტი და პარტნიორი ინსტიტუცია უზრუნველყოფენ. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერაზმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით, არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და პარტნიორი უნივერსიტეტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს. ქუთაისის უნივერსიტეტს ჰყავს 19 საერთაშორისო პარტნიორი, რომლებთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს საერთაშორისო მობილობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით.

სტუდენტების შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
  2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით:
    • სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
    • კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება.
  3. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
  4. გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსებიისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტის ხელმოწერით, ქუთაისის უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგების, საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებისა და ადრესატისთვის დროულად მიწოდების პროცესის მხარდაჭერაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
  6. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

მიმაგრებული ფაილები

  • მობილობის წესი