მობილობა

მობილობასთნ დაკავშირებული წესები და პირობები

როგორ ვისარგებლო გარე მობილობით?
    უნივერსიტეტში მობილობა ხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
    რეგისტრაციის ეტაპები:
    • გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე students.emis.ge
    • გააკეთოს ელ.განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად
    • გადაიხადოს მობილობის საფასური და წარმოადგინოს შესაბამისი ქვითარი.
    • გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
    • დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები
    • გაეცნოს მიმღები უსდს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი
როგორ ვისარგებლო შიდა მობილობით?

შიდა მობილობა ცხადდება რექტორის ბრძანების საფუძველზე გაზაფხულის და შემოდგომისსემესტრის დასაწყისში. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

მობილობის მსურველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსის მქონე სტუდენტების მობილობა

სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.


სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თინათინ მეფარიშვილი - სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი
ელ. ფოსტა: tinatin.mepharishvili@unik.edu.ge
მობ: +995 (431) 23 79 79 (314)