ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისი.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროფესიონალი ფსიქოლოგის კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალურად. ასევე თქვენი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა დაიგეგმოს ჯგუფური ფსიქოგანათლების შეხვედრები თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.

მომართვიანობის საფუძველი სტუდენტების შემთხვევაში შესაძლოა იყოს:

  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური გამოწვევები;
  • მოტივაციის ნაკლებობა;
  • კოგნიტურ/შემეცნებითი პროცესების სიძნელეები;
  • შფოთვითი ან დეპრესიული გუნება-განწყობა;
  • ძილის დარღვევები;
  • საგამოცდო პერიოდთან დაკავშირებული ემოციური ფონი;
  • ემოციების რეგულირების პრობლემები;
  • კომუნიკაციური სიძნელეები და ა.შ;

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო ქარსელაძე - ფსიქოლოგი
ელ. ფოსტა: nino.karseladze@unik.edu.ge

მობ: 598 858799
ოთახი N 103

️ქუთაისის უნივერსიტეტში, E-PSY პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართება; გადაცემის სტუმრები არიან მკვლევარი ფსიქოლოგები: ნინო ქარსელაძე და ბაია კუბლაშვილი;