ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შიდა მარკეტინგის მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის ეფექტური მენეჯმენტისათვის ქართულ კომპანიებში


ლია გენელიძე

მოწვეული მასწავლებელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 [email protected]

თეა ვალიშვილი

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

ეფექტური შიდა მარკეტინგი ბიზნესისათვის წარმატების ახალი საზომია, ფინანსურ მოგებასთან ერთად. შიდა მარკეტინგს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირებასა და განვითარებაში. იგი კომპანიის ადამიანური კაპიტალის ეფექტურად გამოყენების ხელოვნებაა, ორგანიზაციის ყველა დონეზე დასაქმებულთა დაფასების, მოტივირებისა და წახალისების საქმეში. სტატიაში განხილულია შიდა მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა, გამოყენების თავისებურება, უცხოური კომპანიების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და ქართული პრაქტიკის შეფასება. შიდა მარკეტინგი საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, თუმცა მის მიმართ მზარდი ინტერესი შეინიშნება წარმატებული კომპანიების მხრიდან. ჩატარებული ანკეტური კვლევის შედეგად, გამოიკითხა 65 ადამიანი. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დასაქმებულთა შეხედულებების განსაზღვრა შიდა მარკეტინგთან დაკავშირებით, კომპანიებში არსებული პრობლემების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. გამოკითხვის შედეგად, ცხადი გახდა რომ შიდა მარკეტინგი ქართულ კომპანიებში ნაკლებად განვითარებულია, დასაქმებულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა სამსახურით, სამუშაო გრაფიკით, შვებულების დღეების რაოდენობით, ანაზღაურებითა და დაწინაურების მცირე შესაძლებლობებით; დიდი ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენს ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის შენარჩუნება, ასევე თვითგანვითარების ნაკლებობა. გამოკითხვიდან ჩანს, რომ წარმატების მისაღწევად ქართულმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ შიდა მარკეტინგის გატარებაზე ზრუნვა, დასაქმებულთათვის მინიმალური წახალისებების, სადაზღვევო პაკეტებისა და კორპორაციული საღამოების ნაცვლად, ინდივიდუალური, მათზე მორგებული ღონისძიებების განხორციელება, რაც ადამიანებს თვითრეალიზებისა და აქტიური მუშაობის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო სამსახური მხოლოდ ხელფასის მიღების საშუალება არ იქნება. ცხადია, შიდა მარკეტინგის აქტიურად დანერგვა ქართულ კომპანიებში დროის საკითხია, თუმცა მისი მნიშვნელობა მზარდი და შეუცვლელია.


საკვანძო სიტყვები: მარკეტინგი, შიდა მარკეტინგი, ადამიანური კაპიტალი, ქართული კომპანიები
JEL: M31, O15
ციტირებისათვის:

გენელიძე ლ., ვალიშვილი თ. (2023) შიდა მარკეტინგის მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის ეფექტური მენეჯმენტისათვის ქართულ კომპანიებში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 209 - 218. DOI:  https://doi.org/10.52244/c.2023.11.26



გამოყენებული ლიტერატურა:

ე. ქარდავა (2018) დასაქმებულთა უფლებები საერთაშორისო მიდგომები, ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები, საქართველოს რეალობა, რეფორმები, მიმართება ევროპასთან

Ahmed, P. K. and Rafiq, M. (2002). Internal Marketing: Tools and Concepts for Customer-focused Management. New York: Routledge

Ahmed, P. K., Rafig, M., & Saad, N. M. (2003). Internal marketing and the mediating role of organisational competencies. European Journal of Marketing, 37(9), 1221–1241. Retrieved from http://ceres.emeraldinsight.com/ 

Ballantyne, D. (2000). The strengths and weaknesses of internal marketing. In Internal Marketing. Routledge. https://doi.org/doi:10.4324/9780203207352.ch3 

Ballantyne, D., Christopher, M. and Payne, A. (1995). Improving the quality of services marketing: Service (re) design is the critical link. Journal of Marketing Management, 11(1-3), 7-24.

Bansal, H. S., Mendelson, M. B., & Sharma, B. (2001). The impact of internal marketing activities on external marketing outcomes. Journal of Quality Management. Retrieved from http://www.sciencedirect.com/ 

Chan, K. C., Gee, M. V., & Steiner, T. L. (2000). Employee happiness and corporate financial performance. Financial Practice & Education, 10(2), 47-52

Ferdous, A. S., & Polonsky, M. (2014). The impact of frontline employees’ perceptions of internal marketing on employee outcomes. Journal of Strategic Marketing, 22(4), 300–315. Retrieved from http://10.0.4.56/0965254X.2013.876077 

Foreman, S. K., & Money, A. H. (1995). Internal marketing: Concepts, measurement and application. Journal of Marketing Management, 11(8), 755–768. https://doi.org/10.1080/0267257X.1995.9964388 

Kotler, P. (1997). Marketing Management – Analysis, Planning, Implementation and Control. Upper Saddle River, NJ: Prentice Hall

Kotler F., Armstrong G. (2015), Fundamentals of Marketing, Tbilisi, Georgia, pg.5. Bakur Sulakauri Publishing

Narteh, B., & Odoom, R. (2015). Does Internal Marketing Influence Employee Loyalty? Evidence From the Ghanaian