ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მისაღები:15 სტუდენტი

სწავლის დრო:2 წელი

ფინანსები

როგრამაზე დაშვების წინაპირობა


  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/ების ჩაბარება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი IELTS – ის (>5.0) / TOEFL – ის (>45) მოქმედი სერთიფიკატი / FCE(B2), ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება ინგლისური ენის ცოდნის ოთხივე კომპეტენციის შესამოწმებლად.
    ტესტის ნიმუში.

პროგრამის მიზანი


   კვალიფიციური ფინანსისტის მომზადება, რომელსაც შეუძლია: საფინანსო სფეროში განვითარებული პროცესების იდენტიფიცირება და ანალიზი; კორპორაციის საფინანსო და საინვესტიციო მიმართულებების მართვა; კვლევის აკადემიურ დონეზე შესრულება და გაფორმება.

მეთოდოლოგია უზრუნველყოფს სტუდენტის უნარს, რეალურ გარემოში, დამოუკიდებლად და ეფექტიანად გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები.

დასაქმების სფეროები


    მოცემული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს წარმატებით შეეძლება შესაბამისი პროფილით იმუშაოს  კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ფინანსურ ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.  კურსდამთავრებულებს ძირითადად შეეძლებათ: ფინანსების მართვა და მონიტორინგი; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ბიუჯეტირება და კონტროლი; საფინანსო გარემოს ტენდენციების შეფასება.