ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მისაღები:10 სტუდენტი

სწავლის დრო:2 წელი

საბუღალტრო აღრიცხვა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/გამოცდების ჩაბარება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS – ის (>5.0) / TOEFL – ის (>45) მოქმედი სერთიფიკატი / FCE(B2)), ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა.
    იხ. ტესტის ნიმუში.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროსათვის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც სრულად წვდებიან პროფესიული ღირებულებების არსს, დამოუკიდებლად აფასებენ ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მთლიან სიტემას და სახავენ გზებს მათი ეფექტიანობის და ოპერატიულობის გაზრდისათვის. ასევე, იციან ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეურნეო სუბიექტში ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის სისტემების შექმნის და გამართული ფუნქციონირების, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა-ჩატარების ტექნიკა, მათ შორის, თანამედროვე საინფორმაციო სისტემების (ელექტრონული პროგრამების) გამოყენებით.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის კურსდამთავრებულს წარმატებით შეეძლება დასაქმება საშუალო და მაღალი (სათანადო პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ) დონის მმართველობით რგოლებში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ბიზნეს ორგანიზაციებში, არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ. ეკონომიკურ, ფინანსურ, საბუღალტრო და ანალიზის სამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; საგადასახადო და საკონტროლო-სარევიზიო სამსახურებში; აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმებში.