ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მისაღები:60 სტუდენტი

სწავლის დრო:4 წელი

სამართალი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ისტორია/მათემატიკის წარმატებით ჩაბარება და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება.

 

პროგრამის მიზანი

•        კონკურენტუნარიანი იურისტის მომზადება, რომელიც სწრაფად  ცვალებად გარემოში შეძლებს ადაპტირებას და პროფესიულ განვითარებას;

•        შესაბამისი ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი იურისტის მომზადება, რომელიც მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლებს  სამართლებრივი   პრინციპების კრიტიკულად გააზრებასა და  პრობლემების გადაჭრას;

•        იურისტის მომზადება, რომელიც პროფესiული საქმიანობისას მოქმედებს ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში.

•        პროგრამაში გაძლიერებულია პრაქტიკული კომპონენტი და ინგლისური ენა. პროგრამის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს სამართლის კლინიკა რომელიც დამატებით დაეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. პროგრამა აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური რესურსებით, აუდიტორიებით, სასამართლო დარბაზით, საბიბლიოთეკო რესურსით და ა.შ.

 

დასაქმების სფეროები:

ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთვრებული შეძლებს იმუშაოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში, ნებისმიერ პოზიციაზე სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სპეციალურ მოთხოვნას არ წარმოადგენს სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კერძოდ, კურსდამთვრებულები შესაძლოა დასაქმდნენ:

•        სხვადასხვა სამინისტროებში;

•        პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებში;

•        ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებში;

•        საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;

•        სასამართლოებში;

•        კერძო კომპანიებში;

•        არასამთვრობო ორგანიზაციებში;

•        საადვოკატო ბიუროებში;

•        საერთაშორისო ორგანიზაციებში და ა.შ.